Sunday, December 22, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე



  

 როგორც ყოველი დღე, ტრენინგის დღე ახლაც წინა დღის გამეორებით დავიწყეთ, შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მომდევნო სამუშაო ბლოგის გაჯეტებს დაეთმო, ბლოგზე ჩავსვით ჩვენთვის საჭირო გაჯეტები: განათლების სამინისტრო, მასწავლებლის სახლი, ასევე ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის ვიზიტორთა რაოდენობის დადგენაც. ბოლოს შევაჯამეთ მთლიანად ტრენინგის განმავლობაში შესწავლილი მასალა და გადმოგვეცა შესაბამისი სერტიფიკატები.

Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მერვე დღე



     ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით, დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება, შემდეგ შევქმენით მოსწავლეთათვის პროექტის გზამკვლევი, რომელსაც ფასილიტაციის მასალა ეწოდება, კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და გავამზადეთ ბლოგზე ასატვირთად, შემდეგ ვისწავლეთ ჰიპერლინკების მიბმა და მოხსნა, ახლა გამზადებული პროექტის გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე, აქვე ვისწავლეთ საათის ჩასმა ბლოგზე და ბოლოს გავამზადეთ ანგარიში.

Sunday, December 15, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე



სამუშაო დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით. შემდეგ შევადგინეთ კითხვარი ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.შემდეგ ვიმუშავეთ გეგმის დახვეწა-სრულყოფაზე, შევქმენით ფოტოალბომი(picasa) და ისევ ბლოგზე მუშაობას დავუბრუნდით. ბოლოს გავაკეთეთ დღის ანგარიში-რეფლექსია.

Saturday, December 14, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე



   ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. შემდეგ დავამზადეთ შეფასების რუბრიკები,, მე ჩემი პროექტისთვის მოვამზადე საინფორმაციო ბუკლეტის კრიტერიუმები, პროექტის შეფასების გზამკვლევი და თანატოლთა შეფასების ფორმა. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, დავამატეთ გვერდები. ბოლოს კი მოვამზადეთ ანგარიში.

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე



მეხუთე დღე დავიწყეთ წინა მაასალის გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტი და ჩავსვით პროექტის  გეგმაში. შემდეგ ვისწავლეთ, თუ როგორ ჩავსვათ გამოყენებული წყარო პროექტში, როგორ დავწეროთ კომენტარი სხვის ნაშრომზე და როგორ გამოვიყენოთ ბლოგის ინსტრუმენტები: ლინკის მიბმა, სათაურისა და მისამართის შეცვლა, დიზაინის შეცვლა. ბოლოს განვიხილეთ გაჯეტები- სურათისა და გამოკითხვის ჩასმა.                                      

Saturday, December 7, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე


     
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდეგ დავასრულეთ წინა დღით დამზადებული ბუკლეტი, გავაფორმეთ სურათებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას და დავხვეწეთ. შემდეგ მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე გუგლი დრაივის დახმარებით, ბოლოს მოვამზადეთ რეფლექსია.

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ პროექტის მიზნები ზოგადად და შევარჩიეთ ჩვენთვის მისაღები მიზნები, რაშიც დაგვეხმარა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და დავწერეთ მესამე დღის ანგარიში.

Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე

    

  ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის გახსენებით. შემდეგ განვიხილეთ საშინაო დავალება- უნდა წარმოგვედგინა ერთი პროექტის იდეა. ამის შემდეგ გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს და შევქმენითბუკლეტის ერთი ნიმუშიც. საინტერესო იყო ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, განვიხილეთ სურათის ჩასმა, ტექსტზე ფერის შეცვლა, ტექსტის დადება, მუშაობა დავამთავრეთ სარეკლამო ბუკლეტების შექმნით, შემდეგ კი მოვამზადეთ დღის ანგარიში.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით,შემდეგ გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მნიშვნელობას და ვნახეთ ფილმი " ხიდი მომავლისკენ ". შემდეგ გავეცანით გზამკვლევის შინაარსს, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ინტელის სასწავლო კურსი რვა მოდულისგან შედგება, ჩვენ განვიხილეთ 1-ლი მოდული,რომელიც პროექტის მოთხოვნების გაცნობას შეიცავს,  შევადგინეთ პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეები და დეტალურად განვიხილეთ თითოეული. გავხსენით პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა და შევინახეთ რესურსებში. გავეცანით სხვისი პროექტების ნიმუშებსაც...