Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე

    

  ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის გახსენებით. შემდეგ განვიხილეთ საშინაო დავალება- უნდა წარმოგვედგინა ერთი პროექტის იდეა. ამის შემდეგ გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს და შევქმენითბუკლეტის ერთი ნიმუშიც. საინტერესო იყო ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, განვიხილეთ სურათის ჩასმა, ტექსტზე ფერის შეცვლა, ტექსტის დადება, მუშაობა დავამთავრეთ სარეკლამო ბუკლეტების შექმნით, შემდეგ კი მოვამზადეთ დღის ანგარიში.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით,შემდეგ გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მნიშვნელობას და ვნახეთ ფილმი " ხიდი მომავლისკენ ". შემდეგ გავეცანით გზამკვლევის შინაარსს, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ინტელის სასწავლო კურსი რვა მოდულისგან შედგება, ჩვენ განვიხილეთ 1-ლი მოდული,რომელიც პროექტის მოთხოვნების გაცნობას შეიცავს,  შევადგინეთ პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეები და დეტალურად განვიხილეთ თითოეული. გავხსენით პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა და შევინახეთ რესურსებში. გავეცანით სხვისი პროექტების ნიმუშებსაც...